სადაც შედეგი იქნება, იქ იყოს შედეგი — ზურაბიშვილი დასავლელი პარტნიორების ჩართულობაზე

მარიამ ახალკაცი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში დასავლელი პარტნიორების ჩართულობაზე ამბობს, რომ “სადაც შედეგი იქნება, იქ იყოს შედეგი”. ასე უპასუხა პრეზიდენტმა კითხვას, იმის შესახებ, ასრულებენ თუ არა დასავლელი პარტნიორები პრეზიდენტის კონსტიტუციურ ფუნქციას.

“ჯობია, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართულობა. მაგრამ თუ ისინი მიაღწევენ, ამასაც მივესალმები. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შედეგს მივაღწიოთ და არა ვინ მიაღწევს შედეგს. პირადი ამპარავნების საკითხი არ უნდა არსებობდეს. სადაც შედეგი იქნება, იქ იყოს შედეგი.მაგრამ ეს პლატფორმა არსებობს და იარსებებს. შეიძლება კიდე დაგვჭირდეს სხვადასხვა მიმართულებით”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში