როგორ გააოცა კახა გვანცელაძემ პატრულის ოფიცერი…

არც თოვლის ბაბუას ნაბადი აქვს მოხურული და არც სანტას ქუდი ახურავს, თუმცა ეს რამდენიმე დღეა თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე ბაღიდან ბაღში დადის და საჩუქრებს ურიგებს პატარებს…
სწორედ ბაღიდან ბაღში მიდიოდა, როცა გზად საპატრულო პოლიციის ტანამშრომელი დაინახა, მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და მისკენ გაემართა, მიუახლოვდა და საახალწლო საჩუქარი მისცა…
პატრულის გაოცებული სახე ღიმილმა და ბოლოს აშკარა, უშუალო სიხარულმა შეცვალა-სულ პატარა ყურადღება ყველას ახარებს, მითუმეტეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სიცხეშიც და სიცივეშიც სადარაჯოზე დგას. კახა გვანცელაძესაც უხაროდა, მან დღეს ამ პატარა საჩუქრით და დიდი ყურადღებით ის პატრულის ოფიცერი გააღიმა, შენ რომ გაგაჩერებს და ისიც გაგიღიმებს…