მსხვერპლით დასრულდა სროლა : ტეხასის შტატში თავდასხმა წირვის დროს მოხდა

მარიამ ახალკაცი

მსხვერპლით დასრულდა სროლა ეკლესიაში- ტეხასის შტატში თავდასხმა წირვის დროს მოხდა

მსხვერპლით დასრულდა სროლა შეერთებული შტატების ერთ-ერთ ეკლესიაში. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ტეხასის შტატში, წირვის დროს გახსნა.

დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორისაა თავდამსხმელი. მძიმე დაზიანებები მიიღო ერთმა პირმა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი მრევლის ორმა წევრმა ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით შეაჩერა.

ეკლესიაში სროლა პირდაპირ ეთერში “იუთუბზე” გადაიცემოდა.