არ მაინტერესებს — ვაჟა გაფრინდაშვილი ერეკლე კუხიანიძეზე

მარიამ ახალკაცი

“არ მაინტერესებს”, — ასე უპასუხა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა კითხვა, გაუგია თუ არა თბილისის დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის შესახებ. ამის შესახებ მან გადაცემა მთავარ აქცენტებში ისაუბრა. როგორც გაფრინდაშვილმა თქვა, კუხიანიძის შესახებ მან გათავისუფლების შემდეგ გაიგო.

გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ერეკლე კუხიანიძემ ექიმის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის. საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია 16 დეკემბერსაც გაიმართა. 17 დეკემბერს მის კაბინეტში აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა კარავი გაშალეს და ამ ფორმით მოითხოვდნენ ერეკლე კუხიანიძის წასვლას. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან 18 დეკემბერს გარიცხეს.

28 დეკემბერს 48-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს.