თავდასხმა კოსტავას ქუჩაზე,  “სპარის” მარკეტში

მარიამ ახალკაცი

თავდასხმა კოსტავას ქუჩაზე,  “სპარის” მარკეტში.

მომხმარებელი და თანამშრომელი დღეს, გამთენიისას ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც მომხმარებელმა კონსულტანტს თავის არეში დაზიანება მიაყენა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ.

კონსულტანტი  საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაკავებულია 1 პირი.

შსს-მ გამოძიება 118 მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.