ხალხს რომ უჭირდეს, ბაზარში ამხელა რიგები არ იქნებოდა – კარლო კოპალიანი

მარიამ ახალკაცი

 

მმართველი გუნდის დეპუტატი კარლო კოპალიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონი არ არის. ამის დასამტკიცებლად კი მას არგუმენტად მოჰყავს საახალწლო ხალხმრავლობა ბაზრობასა და ჰიპერმარკეტებში. დეპუტატი ამბობს, რომ “თუ ხალხს ფული არ აქვს და უჭირს, ბაზარში ვერ შევა”.

“რასაც ქვია ქართული ოცნების ხელისუფლება, აცხოვრებს ხალხს ისეთ პირობებში, რომელიც 7 წლის უკან წარმოუდგენელი ამბავი იყო ზუსტად… უბრალოდ, ვერც წარმოვიდგენდი”, — განაცხადა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა .

კოპალიანი ის დეპუატია, რომელიც საპროტესტო აქციების დროსაც ვერ ხედავდა პრობლემას და აცხადებდა, რომ მიმდინარე მოვლენები მარაზმია.