ზაზა ხატიაშვილი: დღეს, უთანასწორო ბრძოლაში ივანიშვილი, კვირიკაშვილი და წულუკიანი დავამარცხე!

ზაზა ხატიაშვილი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

-“პატივცემულო ადვოკატებო და თანამემამულენო!

გაიზიარეთ ყველამ, თანამემამულენო, სამართლიან ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი . დღეს, უთანასწორო ბრძოლაში ივანიშვილი, კვირიკაშვილი და წულუკიანი დავამარცხე, ევროპის საბჭომ საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეები ანუ „მურუსიძეები“ დროებით დაბლოკა , როგორც მიუღებელი.
პატივცემულო თანამემამულენო! მთელი ჩემი ცხოვრება სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლას შევალიე მაგრამ , უწესო ადამიანიების მხრიდან მუდმივად ვაწყდებოდი ბარიკადებს . სამი თვის წინ მივწერე პრემიერ კვირიკაშვილს ღია წერილი არ გაებედა ევა გოცირიძის წარდგენა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში , თორემ ქვეყანას ვაჭმევდი სირცხვილს , მაგრამ არ დამიჯერა და წააგო .

ივანიშვილის მილიარდები ევროპის საბჭოში არ ჭრის, აქ პატიოსანი ჩინოვნიკები აშენებენ ძლიერ ინსტიტუტებს, აქ არ არიან ივანიშვილები და სააკაშვილები , რომლებიც მურუსიძეების სასამართლოს ქმნიან .
სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა მურუსიძეების სასმართლო, ხოლო ივნაიშვილი გადაეფარა „ მურუსიძეებს „ რაც მალე , ივანიშვილს სააკაშვილის გზას გაუყენებს.

თუ გვინდა ქვეყანას ჰქონდეს მომავალი არ უნდა არსებობდეს „მურუსიძეების“ სამართალი .

კომენტარის დატოვება