სტიქია ავსტრალიაში – მაშველები და ადგილობრივები ხანძარს ვეღარ აკონტროლებენ

მარიამ ახალკაცი

ავსტრალიაში ქალაქ მალაკუტაში ცა ისევ გაწითლდა, მაშველები  და ადგილობრივები ხანძარს ვერ აქრობენ

მეხანძრეები აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში ევაკუაცია უკვე დაგვიანდა და მოსახლეობამ თავშესაფარი თავად უნდა მოძებნოს.

ქვეყანაში ცეცხლი 120-ზე მეტ კერას უკიდია. დამწვარია 5 მილიონზე მეტი ჰექტარი. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 12 ადამიანი. ამ დრომდე 21 ადამიანს ეძებენ. სამაშველო ოპერაციაში ათასობით სამხედრო იღებს მონაწილეობას. ცეცხლის გავრცელებას ხელს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის.