დღეს რომის პაპი ჩამოდის

რომის პაპი დღეს საქართველოს ეწვევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  მას პრეზიდეტი და პირველი ლედი დახვდებიან, რის შემდეგაც შეხვედრა უკვე პრეზიდენტის სასახლეში გაგრძელდება, სადაც   300-მდე მიწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავეს.

ფრანცისკე I ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოში კათოლიკური ეკლესიისა და ასურულ-ქალდეური საზოგადოების წარმომადგენლებს. ხვალ კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს.

რომის პაპის ვიზიტი თბილისში 2 ოქტომბამდე გაგრძელდება, 2-ში კი აზერბაიჯანში გაემგზავრება.

კომენტარის დატოვება