ირანმა ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა განახორციელა

მარიამ ახალკაცი

გამთენიისას ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა დაადასტურა, რომ მათ ავიაიერიში გენერალი ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით მიიტანეს. რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა განმარტა, რომ თეირანი ამერიკულ ჯარს არ დაინდობს და ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა პირველი ნაბიჯი იყო.