ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა საგანგებო ვითარება გამოცხადდეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა საგანგებო ვითარება გამოცხადდეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნებისას ხმების უმრავლესობა საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო. მეორე ტურში ასევე გადავიდა ე.წ. ოპოზიციური პარტია “ამცახარას” ლიდერი ალხას კვიცინია.

https://www.gmtv.ge/70383-2/

სწორედ კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი კარი და მინები.

https://www.facebook.com/geomediatv.ge/videos/870012423419908/UzpfSTEwMDAwMDEzNTkzODc0OTozMTY3NDc0MjA2NjAwNDEz/