ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომისაკენ მოუწოდებს…

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომისაკენ მოუწოდებს. დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომის წინადადებას მხარი 19-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით,  ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მან ე.წ. პარლამენტის მიმართვას უპასუხა.

„პარლამენტში მიღებულმა მიმართვამ შესაძლოა საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია გაართულოს და შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან და სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გავლენ. მიხვდა რა სასამართლოში თავისი მოთხოვნების უპერსპექტივობას, ოპოზიციამ რადიკალური ზომების მიღება დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.