საქართვლოში პოლიციის ასოციაცია დაფუძნდა

საქართვლოში პოლიციის ასოციაცია დაფუძნდა. დღეს გაერთიანების პირველი ყრილობა გაიმართა. ეს გაერთიანება, რომელშიც მოქმედი და ყოფილი პოლიციელები გაწევრიანდნენ, მსოფლიო პოლიციის ასოციაციის წევრი იქნება.

“დღეს ყველა გონიერი ადამიანი საქართველოში შექმნილ კრიმინალურ მდგომარეობას აფასებს როგორცგართულებულს. 2013 წლიდან ვაფრთხილებდით სახელმწიფოს იმ საფრთხეებზე და რისკებზე, რომელსაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მდგომარეობის გართულება, თუმცა ჩვენი რეკომენდაციები ყურად არავინ არ იღო,“ – განაცხადა  არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავთა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა ზაზა ჭაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავთა დაცვის ლიგის დამფუძნებლის ირაკლი ქადაგიძის თქმით, ასოციაციის მთავარი ფუნქცია არის სწავლებების ჩატარება პარტნიორ ქვეყნებთან ერთად.

“ძირითადი ფუნქცია ამ ასოციაციის არის, რომ ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობის პოპულარიზაცია, რეფორმების ურთიერთ გაზიარება, თანამშრომლობა ერთმანეთში და მთავარი რაც არის, სწავლებების ჩატარება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად,“ – აღნიშნა  ირაკლი ქადაგიძემ.

კომენტარის დატოვება