წულუკიანი: სიის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია ტყუილია!

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ  “ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ“ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

„სამართლე არი ის, რომ გუშინ პარიზში გაიმართა კომიტეტის სხდომა. კომიტეტმა ცნობად მიიღო ჩვენს მიერ წარდგენილი სამი კანდიდატის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, იმსჯელა და სამპირიანი სია სცნო დასაშვებად.

ამიტომაც სიის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია არის ტყუილი. გაესაუბრნენ კანდიდატებს. შემდეგ გადაწყდა, რომ რაკი მოქმედ მოსამართლეს თებერვალში ეწურება ვადა, კანდიდატებს კენჭი ეყაროს იანვარში. ჩვენ, მთავრობას, არსად არ გევჩქარება. დღესაც რომ არჩეულიყო ამ სამიდან ერთ-ერთი, ვერ დაიწყებდა საქმიანობას, რადგან მოქმედი მოსამართლე სახეზეა და მას ვერავინ ვერ შეეხება თებერვლამდე. ესაა სიმართლე და ნამდვილი ახალი ამბავი-განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ასეთივე ინფორმაცია გაავრცელა ზაზა ხატიაშვილმა.

კომენტარის დატოვება