დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი საგანგებო შეხვედრას მართავს

მარიამ ახალკაცი 

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი საგანგებო შეხვედრას გამართავს.

BBC-ის ინფორმაციით, სანდრინჰემის სასახლეში დღეს დანიშნულ შეხვედრას დაესწრებიან დედოფლის ვაჟი – პრინცი ჩარლზი, მისი ვაჟები, პრინცები ჰარი და უილიამი, ხოლო მეგან მარკლი, რომელიც ამჟამად კანადაში იმყოფება, საუბარს ტელეფონით შეუერთდება.

დედოფალმა ელისაბედ მეორემ საგანგებო შეხვედრა მას შემდეგ მოიწვია, რაც პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლე მეგანმა 8 იანვარს გამოაცხადეს, რომ უარს ამბობენ სამეფო ოჯახის წევრების ოფიციალურ სტატუსზე.

BBC წერს, რომ მოლაპარაკება სწრაფად ვერ დასრულდება, რადგან სამეფო ოჯახში გადასაწყვეტია არაერთი რთული საკითხი, მათ შორის ჰარის და მეგანის ფორმალური მოვალეობები და გადასახადებით დაბეგვრა