ლადო ბედუკაძე ოპონენტებს დებატებში იწვევს

მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, არჩევნებიდან უკანონოდ მოხსნილი პარტია “ცენტრისტების” ერთ-ერთი ლიდერი, ამჟამად არჩევნებში პარტია ” სკპ- სტალინელების”  სახელით მონაწილე ვლადიმერ ბედუკაძე ,

ამავე ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატებს საჯარო დებატებში იწვევს. 

მის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა  პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატი კონსტანტინე მორგოშია.

– ” მოგიწოდებთ, მცხეთის N37 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატებს , პატივი ვცეთ ჩვენს ამომრჩეველს, მოვილაპარაკოთ, ნებისმიერ დროს შევიკრიბოთ წინასაარჩევნო აგიტაციისთვის კანონით განსაზღვრულ ადგილას- მცხეთის თეატრონის ტერიორიაზე და ცივილიზებულად,

ყოველგვარი პროვოკაციის, აგრესიის გარეშე საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი ხედვები, პროგრამა, ვიდებატოთ, დავარწმუნოთ ამომრჩეველი ჩვენს უპირატესობაში. მერწმუნეთ, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ პოლიტიკაში.”- აცხადებს ბედუკაძე.

კომენტარის დატოვება