“სასოფლო–სამეურნეო მიწა უცხოელებზე არ იყიდება!”

“ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ქართული მიწის დაცვის კომიტეტის წევრი ზვიად ტომარაძე მიწის გაყიდვის თაობაზე საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის გამო განცხადებას ავრცელებს.

-ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებების ხმამ დაძინების საშუალება არ მომცა… შეშფოთებული ადამიანები მწერენ პირადში, მეკითხებიან მართალია თუ არა, რომ იანვრიდან ახალი კანონის ძალით სასოფლო–სამეურნეო მიწა უცხოელებზე კვლავ იყიდება! აღნიშნული ინფორმაცია გავრცელებულა ფეისბუკში!

მინდა განვაცხადო, რომ ქართველი ხალხის დიდი ბრძოლის შედეგად კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ იქნება სასოფლო–სამეურნეო მიწის მესაკუთრე! კონსტიტუცია ქვეყნის უმაღლესი კანონია! შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი!

მსოფლიო ისტორიას ახსოვს უამრავი მაგალითი, როდესაც ომის დროს პანიკის დათესვა და ცრუ განგაში ისჯებოდა უმკაცრესად. გარდა იმისა, რომ პანიკა და ცრუ განგაში უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის განწყობასა და ჯანმრთელობაზე, ასევე თესავს უიმედობას და ბრძოლის ხალისს უკარგავს ადამიანებს. იმდენს ნუ ვიზავთ, სკოლაში ნასწავლი მოთხრობის გმირივით, რომელიც მგლის მოსვლით აშინებდა და ატყუებდა მოსახლეობას, რეალური საფრთხის შემთხვევაში ჩვენი მოწოდება აღარავინ დაიჯეროს! ამიტომ სანამ ასეთ ინფორმაციებს დავდებთ, მანამდე გადავამოწმოთ ამ დარგის სპეციალისტებთან, პროფესორებთან (მიხეილ ჯიბუტი, პაატა კოღუაშვილი), რომელთა ნაკლებობასაც ღვთის მადლით არ ვუჩივით!