„ხალხის პარტია“ და პროფკავშირები გაერთიანდნენ – “მშრომელი ხალხის დასაცავად!”

თამარ ჯამარიშვილი

„ხალხის პარტიამ“  მე-7 რიგგარეშე ყრილობა გამართა. ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივანი საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტი ლავრენტი ალანია გახდა. 

-ვერთიანდებით მშრომელი ხალხის დასაცავად-განაცხადეს მხარეებმა. 

საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომელსაც მე და პარტიაც ვეთანხმებით, რომ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ხალხს სთავაზობენ სხვა დღის წესრიგს, მოქალაქეებს კი სრულებით სხვა პრობლემები აწუხებთ და ყოველდღიური გამოწვევები აქვთ. აქედან გამომდინარე პარტია იწვევს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება სოციალურ და შრომით საკითხებში მუშაობისა და ადვოკატირების, რათა მათთან ერთად შექმნას ძლიერი პოლიტიკური ტრიბუნა ერთობლივი მიზნების განსახორციელებლად.

მოქმედი პოლიტიკური პარტიები ხალხს სთავაზობენ სხვა დღის წესრიგს, მოქალაქეებს კი სრულებით სხვა პრობლემები აწუხებთ და ყოველდღიური გამოწვევები აქვთ. აქედან გამომდინარე პარტია იწვევს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება სოციალურ და შრომით საკითხებში მუშაობისა და ადვოკატირების, რათა მათთან ერთად შექმნას ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის პოლიტიკური ტრიბუნის მიცემას, ერთობლივი მიზნების განსახორციელებლად-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ალექანდრე კობაიძემ.

პარტიის წარმომადგენლები საზოგადოებას გაწევრიანებისთვის იწვევენ.