4 თებერვალს ამინდი უარესდება

4 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი ისევ უარესდება. მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ქარი და ქარბუქი, ხოლო ბარში წვიმა. დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი, ზღვისპირა რეგიოებში კი 4-5 ბალიანი შტორმია ნავარაუდევი. – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა უხვმა ნალექმა შესაძლოა მდინარეების ადიდება, ასევე ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების დაწყება გამოიწვიოს.