“პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტი”

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ამერიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

შეხვედრაზე  აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ილია მეორემ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

“პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტი”-განაცხადა პატრიარქმა შეხვედრისას.

კელი დეგნანმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის  მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ აშშ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მომავალშიც მხარი დაუჭიროს.