საქართველოს მთავრობა ,,რეაბილიტაციის და  გაკოტრების ” შესახებ კანონპროექტს განიხილავს

საქართველოს მთავრობა ,,რეაბილიტაციის და  გაკოტრების ” შესახებ კანონპროექტს განიხილავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, პრემიერის თქმით კანონი კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, აიცილონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე კომპანიის გაჯანსაღება შეძლონ.

პრემიერი-მინსიტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

“დღეს განვიხილავთ ძალზედ მნიშვნელოვან ახალ კანონპროექტს, ეს გახლავთ “რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ” კანონპროექტი, რომელზეც დეტალურად იმუშავა იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ. ეს არის ძალზედ ხანგრძლივი შრომის შედეგი.

დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონპროექტი და ქართულ ეკონომიკას სარგებელს მოუტანს. ჩვენ წლების მანძილზე ვგრძნობდით, როგორ უჭირდათ კომპანიებს, რომლებიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ხვდებოდნენ. ეს არის კანონი, რომელიც მისცემს კომპანიებს შესაძლებლობას, აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიის გაჯანსაღება. ეს პირველ რიგში ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის სიკეთეს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ