კობახიძის ულტიმატუმი ოპოზიციას…

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული საარჩევნო მოდელი სრულად ლეგიტიმურია.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია შეთავაზებულ 100/50- ზე სისტემას  არ დათანხმდება, მაშინ, საპარლამენტო არჩევნები დღეს არსებული მოდელით ჩატარდება.

“აქედან, ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა, რომ თანაბრად ლეგიტიმურია, არა მხოლოდ ჩვენ მიერ შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა, არამედ ის სისტემაც, რომელიც დღეს მოქმედებს. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება ეს, მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება დღეს არსებული 77/73 პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნით, სრულად შესაბამისია სამართლებრივ პრინციპებთან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.