სამუშაოების დროს კიდევ ერთი მუშა მძიმედ დაშავდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ხევის გაწმენდითი სამუშაოების შესრულებისას მუშა დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცს ამწე დაეცა. შემთხვევის შედეგად, მას ხერხემალი, ქვედა კიდურები და სახე აქვს დაზიანებებული. დაშავებული თავდაპირველად წნორში, არქიმედეს კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ  თბილისში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. იგი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. სოფელ ანაგაში ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები მუნიციპალიტეტის დაკვეთით, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.