გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კანდიდატების წარდგენა რამდენიმე დღე გადავდოთ

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 21 აგვისტოს დაიწყო. ცნობილი ხდება, რომ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს სტიქიის ზონაში ვითარების დასტაბილურების შემდეგ წარადგენს.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი კანდიდატების წარდგენას აგვისტოს ბოლომდე გეგმავდა, თუმცა ხელისუფლების გეგმები სტიქიის ზონაში განვითარებულმა პროცესებმა შეცვალა.

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მდგომარეობის დასტაბილურებამდე, კანდიდატების წარდგენა რამდენიმე დღე გადავდოთ. ბორჯომის ხეობაში არსებული საგანგებო შტაბის გამართული და ეფექტური მუშაობის შედეგად გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს; იმედია, ეს პროცესი ასე გაგრძელდება და სტიქიის დამარცხებას საბოლოოდ მოვახერხებთ. მას შემდეგ, რაც კანდიდატებთან დაკავშირებით კონკრეტულ ღონისძიებებს დავგეგმავთ, საზოგადოებასა და მედიას საქმის კურსში ჩავაყენებთ“ – განაცხადა მდინარაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.