პრეზიდენტი ახალგორის ჩაკეტვის გამო Twitter -ზე განცხადებას აკეთებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ისევ ჩაკეტვას ტვიტერზე ეხმაურება. იგი ამას ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში “ადამიანის უფლებების დარღვევად” აფასებს.

“გადაადგილების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს. მოვუწოდენ საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა მოახდინონ ყველა პასუხისმგებელ მხარეზე”, — წერს ზურაბიშვილი ტვიტერის გვერდზე.