ოფიციალურად გამოვეთიშები ნაციონალურ მოძრაობას

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი Facebook-ზე წერს, რომ პარტიას ოფიციალუად რამდენიმე დღეში დატოვებს და შეწყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას. “დღეს საერთოდ არ არის აქტუალური ჩემი განცხადება, რადგან რეალურად არც არაფერი იცვლება. ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დიდი ხანია, იცის ჩემი პასიურობის მიზეზები… წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრებს და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს”, — აცხადებს ის.