ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციამ აჭარაში 38 წლის მამაკაცი დააკავა

ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციამ აჭარაში 38 წლის მამაკაცი დააკავა.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ჩაქვში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.