12-13 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია შტორმი, ქარბუქი და ზვავი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

12-13 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება. 11 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი და ღამის საათებში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი, ხოლო კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -5,-8 გრადუსამდე დაეცემა. უწყების ცნობით, ყინვები საშიშია ციტრუსოვანი კულტურებისთვის