“სოფლის მაცხოვრებლებს სხვადასხვა სამუშაოებისთვის ვაუჩერი სჭირდებათ”

„ნაციონალური მოძრაობა“ სოფელში მაცხოვრებელთათვის სოფლის მეურნეობის “მიზნობრივი ვაუჩერის” შექმნის ინიციატივით გამოდის. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს რომ მსოფლიო პანდემიის ფონზე მოსახლეობამ დაკარგა ყოველდღიური შემოსავალი და მხარდაჭერა სჭირდებათ.
„ამ მიზნობრივ ვაუჩერს სოფლად მცხოვრები ადამიანები როგორც საგაზაფხულო ხვნა-თესვისათვის, ასევე შხამ-ქიმიკატების, საწვავის და სასუქის შესაძენად გამოიყენებენ. საქართველოში 440 ათასი ოჯახია ისეთი რომლებსაც ორ ჰექტრამდე მიწა აქვთ, ეს ვაუჩერი კი ბიუჯეტს 132 მილიონი ლარი დაუჯდება.
ბოტლკოველმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს როდესაც  ჩვენი მოქალაქეები უცხოეთიდან ბრუნდებიან, ისინი უმუშევრები რჩებიან  და  თავის დროზე სხვადასხვა ქვეყნებში ლუკმა-პურის საშოვნელად წავიდნენ. დღეს კი  ამ ადამიანებსაც სახელმწიფოსგან მხარში დგომა სჭირდება, რომ თავი და ოჯახები არჩინონ.