საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 421 ახალი ფაქტი გამოავლინა.

შსს-ს თანამშრომლებმა,  კომენდანტის საათის დარღვევის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით, 180 მოქალაქე დააჯარიმეს.
გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დააჯარიმა.
ერთი  ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
ასევე გამოვლინდა  თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი.
მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი სამართალდამცავებმა  163 პირი დააჯარიმეს.
 საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 ათას ლარიანი ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათას ლარით ჯარიმდება.