პარლამენტში ირაკლი სესიაშვილის ახალი კანონპროექტია ინიცირებული

პარლამენტში ირაკლი სესიაშვილის ახალი კანონპროექტია ინიცირებული. „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. სუსი და იუსტიციის სამინისტრო საჯარო დაწესებულებების, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირების გაკონტროლებას ადვილად შეძლებენ. ასევე სუსის სპეციალურ ქვეგანყოფილებას ექნება უფლება გააკონტროლოს ინტერნეტპროვაიდერების მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ კანონპროექტში საფრთხეს ხედავენ. მათი განცხადებით, ამ პროექტის მიხედვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დამატებით ეძლევა მასობრივი ტოტალური კონტროლის საშუალება. მათივე განცხადებით, ეს ინიციატივა რუსეთის უსაფრთხოების მსგავს კანონებთან არის თანხვედრაში და საქართველოს რეალობას არანაირად არ არის მორგებული