“დეკანოზ მამალაძეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მკურნალობა ციხის გარეთ ჩაიტაროს”

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი დეკანოზ მამალაძის სასჯელის გადავადებას ითხოვს.

ორგანიზაციის წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე დოკუმენტები წარადგინეს, სადაც ნათქვამია, რომ დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. ის თავდაპირველად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც  უნდა ჩატარებოდა  კომპლექსურ თერაპიული  მკურნალობა, თუმცა პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მსჯავრდებულის მდგომარეობას და ჯანმრთელობის გაუარესების რისკებს ქმნის.

ორგანიზაციის განცხადებით, დეკანოზს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ციხის გარეთ ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ გამოჯანმრეთელების შემდეგ  დაბრუნდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იმედოვნებს, რომ სასამართლო შეისწავლის და გაიაზრებს საქმის ფაქტობრივ და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს და გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გადაავადებს.