ლევან თარხნიშვილი – კომისია გიგი უგულავას საქმეს შეისწავლის

თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები დაასახელა მთავარ მიზნად ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სტრასბურგში, კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

“დღეს შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი, ე.წ. კომისია. ეს კომისია შეიქმნა დიდი ფორმატის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ფარგლებში და მისი ამოცანაა შეისწავლოს ადამიანის უფლებების დარღვევები, პოლიტიკური დევნის ფაქტები, პოლიტპატიმრების საქმეები, შეაგროვოს ეს ინფორმაცია და მიაწოდოს ის ჩვენს პარტნიორებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. დღევანდელი შეხვედრა დაეთმობა გიგი უგულავას ბოლო შემთხვევას, აქ გასარკვევი ბევრი არაფერია,” – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.