“საქართველოში დემოკრატიის მხრივ უკუსვლებია”

ამერიკელი და დასავლეთელი დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ  სასამართლო იარაღად არ გამოიყენონ.  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკაში, ისევე როგორც საქართველოში არსებობს იმედგაცრუება, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მხრივ უკუსვლებია, ეს კი დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მისწრაფებას დასავლეთისკენ.

სპეციალური განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტარების პოლიტიკური ჯგუფიც, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები არღვევს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.