შეგვიძლია სრულად გამოვრიცხოთ ამ ინციდენტში „ქართული ოცნების“ აქტივისტების მონაწილეობა

გორში მოხდა სამწუხარო ინციდენტი, რომელიც დაიწყო შელაპარაკებების ნიადაგზე. ეს შელაპარაკება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეებს შორის და სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა მძიმე ინციდენტი, რაც გამოიხატებოდა ადამიანების დაჭრაში. ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დასაგმობია, რაც იქ მოხდა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ამას არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული, ქმედების მოტივი იყო არა პოლიტიკური, არამედ ეს ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი შელაპარაკების საფუძველზე ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და კონკრეტულ გორის მოსახლეებს შორის. შეგვიძლია სრულად გამოვრიცხოთ ამ ინციდენტში „ქართული ოცნების“ აქტივისტების მონაწილეობა – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა  მდივნმა ირაკლი კობახიძემ .

კომენტარის დატოვება