ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

შიდა ქართლში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და იგი უკვე ძალაშია.

“გაათავისუფლეს იგი თავისუფლების აღკვეთით შემდგომი სასჯელისაგან”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს, რის შემდეგაც აღუკვეთეს თავისუფლება. ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.