მარინა კალიურანდი – არსებობენ განსხვავებული პარტიები გასხვავებული შეხედულებებით, მაგრამ რაღაც მომენტში დეპუტატებმა უნდა იხელმძღვანელონ სახელმწიფოებრივი აზროვნებით – იმედი მაქვს, პოლიტიკური აქტორები ამას მიხვდებიან

ყველა პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიტიკური მრავალფეროვნება. ფრაქციები უნდა ფორმირდებოდეს თავისუფლად. ამ კუთხით უნდა ვაღიარო ის კონსენსუსი, რომელიც მიღწეული იყო „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის, არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად არის ორგანიზებული.

როგორც ევროპარლამენტარმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიციას მარტო უფლებები არ გააჩნია, მას აკისრია პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, ხოლო პასუხისმგებლობა და უფლებები ერთად არსებობენ. ამასთან იგი იმედს გამოთქვამს, რომ „ყველა პოლიტიკური აქტორი ამას მიხვდება”.

„უმთავრესი არის, რომ ისინი არჩევნების დროს ხალხის მიერ გადაცემულ მანდატს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. ასევე, ოპოზიცია უნდა მიჰყვეს ეთიკურ ნორმებს და სტანდარტებს.

ევროპარლამენტმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ თუ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ, მაშინ არჩეულმა დეპუტატებმა უნდა აიღონ მანდატი. ბოიკოტის ადგილი არ არის იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტული პარტია უკმაყოფილოა შედეგებით. თანამედროვე მომწიფებული დემოკრატია ასე რა მუშაობს. სწორედ ამიტომ ვითხოვდი ასე დაჟინებით, პარლამენტის ყველა წევრისგან მანდატის მიღებას. პასუხისმგებლობა და უფლებები ერთად არსებობენ და იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური აქტორი ამას მიხვდება და ისინი ერთად იმუშავებენ იმ დღის წესრიგზე, რომელიც რეფორმების წინ წაწევას და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას ითვალისწინებს, რაც უკეთესია ქვეყნისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. არსებობენ განსხვავებული პარტიები და გასხვავებული შეხედულებები, მაგრამ რაღაც მომენტში დეპუტატებმა უნდა იხელმძღვანელონ სახელმწიფოებრივი აზროვნებით“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.