სოციალურად დაუცველ ოჯახებს შემწეობის მიღება აღარ შეუჩერდებათ

“სოციალურად დაუცველი სტატუსის მატარებელ  ოჯახებს დახმარების მიღება აღარ შეუჩერდებათ”- ეს განცხადება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს გააკეთა. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, დღეს არსებული კანონით,  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე,  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში, უწყდებოდათ საარსებო შემწეობა, რაც ძალიან მძიმედ აისახებოდა მათ მდგომარეობაზე. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების კომიტეტი გამოდის ინიციატივით, ასეთ ოჯახებს აღარ შეუჩერდეთ სოციალური შეშემწეობის მიღება.

აღნიშნული ინიციატივისთვის საჭიროა 5,4 მილიონი ლარი წელიწადში. გადაწყვეტილება მიღებულია და ძალაში მიმდინარე წლის აპრილიდან შევა.