სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღებსა და სკოლებში დარღვევები ისევ დააფიქსირა

სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით როგორც კერძო, ასევე საჯარო  საბავშვო ბაღებისა  და სკოლების კვების ბლოკების კონტროლს ახორციელებს. სხვადასხვა ობიექტებზე აღმოჩენილია დარღვევები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება სააგენტოს მხრიდან მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურად მოხდება. მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს კი, როგორც დედაქალაში , ასევე რეგიონებში ითვალისწინებენ და მდგომარეობა ყოველწლიურად უმჯობესდება.
შემოწმებისას ყურადღება ექცევა: კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს,  რეცხვა-დეზინფექციის ჩატარებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას.