ჰაიტზე ბავშვთა სახლში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

ჰაიტიზე უბედური შემთხვევა მოხდა. ბავშვთა სახლში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 არასრულწლოვანი.

ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. ცნობილია, რომ ბავშვთა სახლში ელექტროენერგია არ ჰქონდათ და სანთლებს იყენებდნენ. ჰაიტიზე 800-მდე ბავშვთა სახლია, რომლებშიც დაახლოებით 30 ათასი ბავშვი ცხოვრობს.