“გაბედეს”წევრებმა საქალაქო სასამართლოსთან “ქართული ოცნების” დროშას გადააბიჯეს

საქალაქო სასამართლოში მოძრაობა “გაბედეს” 6 წევრის სასამართლო პროცესი  აქციის ფონზე მიმდინარეობს. საქმე ეხება სამი თვის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ჩატარებულ აქცია-პერფორმანს, როცა აქტივისტები ხელისუფლებისგან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოძრაობის წევრებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათ დღესაც გააპროტესტეს აქცია პერფორმანსით ეს პროცესი, ქართული ოცნების დროშა გადშალეს და ზედ გადააბიჯეს.