ემიგრაციიდან დაბრუნებულ 200 მოქალაქეს სახელმწიფო 4000-4000 ლარით დააფინანსებს

ემიგრაციიდან დაბრუნებულ 200 მოქალაქეს 4000-4000 ლარით დააფინანსებენ. ამის შეასხებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით, ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება.

„სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტები გადაეცემათ. დაფინანსების მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ემიგრაციიდან დაბრუნებულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ეტაპზე, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება მიმდინარეობს და ჯამში, 200 მიგრანტი დაფინანსდება“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.