შსს მინისტრი მეორე თანამდებობას იკავებს

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მეორე თანამდებობას იკავებს. ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა. იგი ახალ პოსტზე პრემიერ მინისტრმა წარადგინა.

“უშიშროების საბჭო მეტად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ორგანოა, ამიტომ ის დღეს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე  ეფექტურად უნდა მუშაობდეს.

ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით.  ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციები, ისევე როგორც ძალისხმევა იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღემდე უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ადგილს ლევან იზორია იკავებდა.