ხმაურია აჭარის ტელევიზიაში

აჭარიის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ახლად შექმნილ  ალტერნატიული პროფკავშირების წევრები მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლას აპირებდნენ,  თუმცა ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგო ჩხარტიშვილმა მათ  ამის უფლება არ მისცა, რასაც ხმაური  მოჰყვა.

ალტერნატიული პროფკავშირების წევრები ამბობენ, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლებაა ჩარეული და მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დევნა.

არხის თანამშრომლები აცხადებენ,  რომ ახლად არჩეული დირექტორი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე , მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები მივიდნენ.

მრჩეველთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია აუდიტის სამსახურის მოსმენა, არხზე ფილმების შეძენა, როგორც ბიუჯეტში, ასევე საშტატო განრიგში ცვლილების შეტანა.