თბილისის მერია C.T.Park-ისგან გადმოყოლილ ჯარიმებს ანულებს

თბილისის მერია C.T.Park-ისგან გადმოყოლილ ჯარიმებს ანულებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

14 თებერვალს მერიამ განაცხადა, რომ C.T.Park-თან დავა შეწყვიტა. მერიის განმარტებით, მათ კომპანიას 4 300 000 აშშ დოლარი გადაუხადეს, სანაცვლოდ კი სითი პარკის კუთვნილი მატერიალური აქტივები მიიღო.