მარგველაშვილი სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხის წამოწევას არ გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ივლისში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტისას, გიორგი მარგველაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხის დაყენებას არ აპირებს. ამის შესახებ მარგველაშვილის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

“ეს თემა წინასწარ დღის წესრიგში არ არის გათვალისწინებული და თავად მარგველაშვილი ამ თემის წამოწევას არ გეგმავს”- განაცხადა ეკა მიშველაძემ.