სახელმწიფო მინისტრი ახალგორის გადასასვლელი პუნქტის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს

 

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ ბოლო დღეებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. ციხელაშვილი ოკუპირებულ რეგიონში საკვები პროდუქტების დეფიციტისა და ქართულ წარწერიანი მედიკამენტების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით  საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

“ეს არის პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული მოქმედება.  ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით იკვეთება ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტის აუცილებლობა დაუყონებლივ და წინაპირობების გარეშე. ეს არის ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად აუცილებელი ნაბიჯი და მოვუწოდებ საოკუპაციო რეჟიმსა და დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ ეს ნაბიჯი იქნას გადადგმული.” – აცხადებს  ქეთევან ციხელაშვილი.

ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. მათი ინფორმაციით, ცხინვალში უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც სასურსათო მაღაზიები დაცარიელებულია.