“თუ ვინმემ მოიხადა სასჯელი, ესე იგი დასრულდა ეს პროცესი და აღსრულდა სამართლიანობა”

 

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი  ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით  ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს,რომ  სამართალდამცავების კომპეტენციაა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემის საკითხი.

“თუ ვინმემ მოიხადა სასჯელი და აღსრულდა სამართლიანობა, ე.ი.  დასრულდა ეს პროცესი.  თუმცა  სრულიად ზედმეტია რაიმე ტიპის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი იმ ყოფილ მინისტრზე, რომელიც არაერთი დანაშაულის ჩადენაშია მხილებული.”- აცხადებს ოხანაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხვალ დილას დატოვებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ოპოზიციაში უკვე გაჟღერდა მოსაზრებები, რომ  ხელისუფლებამ, შესაძლოა ისიც უგულავცას მსგავსად ისევ უკან შეაბრუნოს ციხეში.