დავით ნებიერიძის პასუხი თამარ იოვაშვილს

„პატრიოტთა ალიანსის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლადო სადღობელაშვილის დედა, თამარ იოვაშვილი („უმუშევართა კავშირის“ თავმჯდომარე) აცხადებს, რომ “ვერაზე შეიარაღებული „ნაცები“ დადიან”. თამარ იოვაშვილი პროკურატურისგან და სამართალდამცველებისგან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

-„ეხლა რა გამოდის, რომ თითოეული ადამიანი დაუცველები ვართ ერთი მხრივ ნაცბანდიტები და მეორე მხრივ კოჰაბიტირებული საოცნებო პოლიცია…რატომ არაფერს აკეტებენ? სად არის პროკურატურა…საერთოდ კიდე რა უნდა მოხდეს რომ ერთხელ და სამუდამოთ ეს კრიმინაური პარტია აიკრძალოს?

ხალხოოოოო … „ნაცები“ ვერაზე შეიარაღებულები დადიან !!! სად არის პოლიცია ? სად არის სუსი?ჟორიკა რურუა ბავშვებს აშინებს, ცემს და თქვენ სად ხართ, პოლიცია?
დღეს ღამით იარაღი უტრიალეს ახალგაზრდებს ცხვირწინ და გალახეს იმის გამო, რომ „ნაცბანდის“ წევრის პლაკატების გაწვრივ საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას წარწერებით გამოხატავდნენ … თვითმხილველების განცხადებით, ერთ-ერთ მანქანაში თვით ჟორიკა რურუაც იჯდა (ნიკა რურუას ძმა)
ხალხოოოო არ უნდა დავუშვათ „ნაცების“ მოსვლა თუნდაც ძალიან პატარა პროცენტით !!! ესენი კრავის ტყავში გახვეული ცოფიანი მგლები არიან !!!

„SOS !!!

ალოო, შსს და სუს-ი, რომ იძახით დესტაბილიზაციის საშიშროება არსებობსო … ვერის უბანს მიაკითხეთ, იქ რურუას ბანდა შეიარაღებული დაძრწის ახლაც … დღეს ღამით იარაღი უტრიალეს ახალგაზრდებს ცხვირწინ და გალახეს იმის გამო, რომ „ნაცბანდის“ წევრის პლაკატების გასწვრივ საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას წარწერებით გამოხატავდნენ … თვითმხილველების განცხადებით, ერთ-ერთ მანქანაში თვით ჟორიკა რურუაც იჯდა (ნიკა რურუას ძმა) … „ბოროტები ინ ექშენ“(სტილი დაცულია) -წერს იოვაშვილი სოციალურ სქელში.

მის ამ სტატუსებს გამოეხმაურა საზოგადოება „ივერიას“ წევრი დავით ნებიერიძე, თუმცა აცხადებს, რომ ამჯერად მას მხოლოდ ერთი სტატუსი აქვს და ეს სტატუსი „აღშფოთებუი მოქალაქეა“.

-„სადღობელაშვილის ამორალურ პიროვნებაზე რომ ვფიქრობდი, ძირითადად ღარიბაშვილს და სუსს ვადანაშაულებდი ამ ადამიანის გაღრწნასა და გათახსირებაში, მაგრამ ბოროტების სათავე თავად ოჯახი აღმოჩნდა. ამ მორალური ფასეულობების მატარებელი ქალბატონი ვერაფრით აღზრდიდა ღირსეულ მოქალაქეს და თავმოყვარე ადამიანს. კვიცი გვარზე ხტისო… ზუსტად ამაზეა ნათქვამი.

ლადო სადღობელაშვილის ამორალური სახის სათავე პოლიტიკაში კი არა ოჯახში ყოფილა“

არჩევნები ახლოვდება და სულ უფრო იძაბება მდგომარეობა…8 ოქტომბრამდე 4 დღე რჩება…

კომენტარის დატოვება