“ოპოზიცია რუსულ საქმეს აკეთებს”

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას კვლავ დიალოგისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თუ ისინი თებერვლის ბოლომდე  ხელისუფლების შეთავაზებულ მოდელს 100/50-ზე არ დათანხმდებიან, მოხდება მათი ლუსტრაცია, რომ საარჩევნო ცვლილებები დ არჩევნები არ აინტერესებთ.  მდინარაძის თქმით, ოპოზიცია დღეს რუსულ საქმეს აკეთებს, რადგან რევოლუციურ სცენარს ავითარებენ, დამხობაზე საუბრობენ და პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნს აჟღერებენ.

ის ასევე პოლიტპატიმრების ცნებასთან დაკავშირებით ბოკერიას განცხადებასაც  ეხმაურება.

„პოლიტპატირობის მათი ფორმულა არის შემდეგი – თუ დანაშაული 2003-2012 წლებში ჩაიდინე, ეს იქნება მკვლელობა, მკვლელობის შეკვეთა, 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვა თუ ა.შ. ამ შემთხვევაში ხარ პოლიტპატიმარი და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს. ბოკერიასთვის პოლიტმატიმრობის სტანდარტი არის ეს  ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად. ბოკერიას სტანდარტი არ გავა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. არავინ დაიჯერებს და პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები.”- აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.